ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ 16 ივნისს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
უოლესის თქმით, უკრაინისთვის გადასაცემად, ბრიტანეთმა ბელგიური კომპანიისგან იყიდა და შეაკეთა 20-ზე მეტი ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცა, 155 მმ-იანი M109, იტყობინება Sky News.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრონტის ზოგიერთ სექტორზე რუსული არტილერია აჭარბებს უკრაინულ არტილერიას თანაფარდობით - ოცი ერთზე.
უოლასმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები ამ დისბალანსის გამოსასწორებლად უკრაინას ახლა უფრო მძიმე იარაღს აწვდიან.
თვითმავალი ჰაუბიცების უკრაინისთვის გადაცემა Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრიი ერმაკმა დაადასტურა.
"მადლობა მოკავშირეებს და გააგრძელეთ ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა", - დაწერა მან.