ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1 მილიარდის თავდაცვის დახმარებას გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის დახმარებას ერთი მილიარდი ფუნტით ზრდის. ამის შესახებ თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იუწყება.
"მადლიერი ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის დამატებით ერთი მილიარდი ფუნტის გამოყოფის გამო. ბრიტანეთი ჩვენი ნამდვილი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ვაფასებთ მედგარ მხარდაჭერას უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.