ბრიტანეთი უცხოელი ინვესტორებისთვის "ოქროს ვიზების" სქემას აუქმებს

როგორც BBC იუწყება, გაერთიანებული მთავრობის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ბრიტანეთში მდიდარი უცხოელი ინვესტორებისთვის ვიზის მინიჭების გამარტივებული სქემა უქმდება.

სქემა 2008 წელს იმ მიზნით ამოქმედდა, რომ ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე ბიზნესმენებისთვის ბრიტანეთში ინვესტიციის ჩადება გაადვილებულიყო.

სქემის ამოქმედების შემდეგ ასეთი ვიზა 2 581 რუს მოქალაქეზე გაიცა.

ბრიტანეთი ამ სახის ვიზას უცხო ქვეყნების მოქალაქეს იმ შემთხვევაში ანიჭებდა, თუ ისინი გაერთიანებულ სამეფოში მინიმუმ 2 მილიონიან ფუნტიან ინვესტიციას დებდნენ.

ვიზის მინიჭების შემთხვევაში, აპლიკანტს მაქსიმუმ 3 წლითა და 4 თვით ენიჭებოდა ბინადრობის უფლება. თუმცა სქემა ინვესტორებისთვის უვადო ბინადრობის უფლების მიღებასაც ამარტივებდა - 10 მილიონი ფუნტის ჩადების შემთხვევაში უვადო ბინადრობის უფლებაზე ინვესტორს 2 წელიწადში შეეძლო განაცხადის შეტანა.

2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის უშიშროებისა და უსაფრთხოების კომიტეტი ამ სქემასთან მიმართებით უფრო მკაცრი მიდგომის საჭიროებაზე საუბრობდა, რაც ბრიტანეთში რუსული გავლენის შესახებ მომზადებულ ანგარიშზე მსჯელობას მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები