ბრიტანეთის ახალი სანქციები რუსეთს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პარლამენტში გამოსვლისას რუსეთისთვის დასაწესებელი ახალი სანქციების პაკეტი წარადგინა.
ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი მთლიანად გაყინავს რუსული ბანკის, VTB-ის აქტივებს.
გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფო რუსულ ბანკებს ბრიტანულ საფინანსო ბაზრებზე წვდომას უწყვეტს, რაც მათ გირვანქა სტერლინგის გამოყენებასაც უზღუდავს.
ჯონსონის თანახმად, იგივე ზომების მიღებას აპირებს აშშ-ც.
ამასთან, რუსული სახელმწიფო კომპანიები ბრიტანეთიდან თანხების მოძიებას ვეღარ შეძლებენ, რუსეთის მოქალაქეებს კი ბრიტანულ ბანკებში შენახულ ფულზე ლიმიტი დაუწესდებათ.
სანქციები დაუწესდება ბელარუსსაც.
ბრიტანეთში ასევე აიკრძალება რუსეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია, "აეროფლოტი".
როგორც ჯონსონი ამბობს, შეიქმნება ახალი სამთავრობო ორგანოც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ "ოლიგარქები ლონდონში ვერსად დაიმალნონ".
ბორის ჯონსონმა ახსენა SWIFT-იც. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია".