ბრიტანეთის მთავრობა საკვების ფასის ლიმიტის დაწესებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს სუპერმარკეტებთან ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა პური და რძე, ფასების ლიმიტი შეათანხმოს.  

ამის შესახებ Telegraph წერს.

ამჟამად ფასების ლიმიტის ინიციატივა "განვითარების ეტაპზეა." გამოცემა აღნიშნავს, რომ საცალო მოვაჭრეებისთვის მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.

ინიციატივა ბრიტანეთში არსებული მაღალი ინფლაციის გამო გაჩნდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სამომხმარებლო ფასების შემცირება მთავრობის პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აქცია და პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია 5%-მდე შემცირდება. აპრილში ინფლაციის დონემ 8.7% შეადგინა, როცა წლის დასაწყისში 10%-ზე მეტს შეადგენდა.

თუ ფასების ზედა ზღვარი მართლაც დაწესდება, ეს იქნებოდა სუპერმარკეტებში ფასების კონტროლის ყველაზე დიდი მცდელობა 1970-იან წლების შემდეგ, როცა კონსერვატორმა პრემიერმა ედვარდ ჰითმა ფასების კონტროლი დააწესა.

მსგავსი სიახლეები