ბრიტანეთის პრემიერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს

დიდ ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერობისთვის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ 12 ივლისს Sky News იტყობინება.

პარტიის ლიდერის არჩევნების პირველი რაუნდი 13 ივლისს ჩატარდება.

კონსერვატორული პარტიის ლიდერობის კანდიდატობისთვის აუცილებელი მინიმუმ 20 დეპუტატის მხარდაჭერა რვა კანდიდატმა მოიპოვა.

არჩევნების პირველი ეტაპზე კონსერვატიული პარტიის 358 დეპუტატი მონაწილეობს კენჭისყრაში. კონსერვატორული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრები ხმას იმდენჯერ მისცემენ, ვიდრე ლიდერობის ორი კანდიდატი არ დარჩება. პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ლიდერს კი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 180 000 წევრი ყრილობაზე აირჩევს.

ბრიტანეთის პრემიერობისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

  • ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი;
  • სავაჭრო პოლიტიკის მინისტრი პენი მორდონტი;
  • თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი;
  • იუსტიციის მინისტრი სუელა ბრავერმანი;
  • ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრი ჯერემი ჰანტი;
  • დეპუტატი კემი ბადენოკი;
  • ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი.

იმ კონსერვატორი დეპუტატებიდან, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი რომელიმე კანდიდატს, ყველაზე მეტი ხმა რიში სუნაკს აქვს - 45, მას მოსდევს პენი მორდონტი - 28, ლიზ ტრასი - 21 და ტომ ტუგენჰატი - 20.

ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერობის კანდიდატების შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში - ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის შემდეგი პრემიერი.

მსგავსი სიახლეები