ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლას მორიგი კანდიდატი გამოეთიშა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებს მორიგი კანდიდატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰატი გამოეთიშა.

კენჭისყრაში, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ თემთა პალატის კონსერვატორი წევრები იღებდნენ, ტუგენდჰატმა ყველაზე ნაკლები, 31 ხმა მიიღო.

პირველ აგილზე კვლავაც ყოფილი კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკი გავიდა 115 ხმით, მეორეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი პენი მორდონტი (82 ხმა), მესამეზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (71 ხმა), ხოლო მეოთხეზე კემი ბეიდნოკი (58 ხმა).

კონსერვატორების ახალი ლიდერის არჩევნების მომდევნო რაუნდები 19 და 20 ივლისს გაიმართება, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. მათ შორის ახალ ლიდერს, და შესაბამისად, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატიული პარტიის ყველა წევრი სექტემბერში აირჩევს.

მსგავსი სიახლეები