ბრიტანეთის პრემიერობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი განაგრძობს

დღეს, 19 ივლისს, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგად შეჯიბრს კემი ბეიდნოკი გამოეთიშა.

ბორის ჯონსონის შემცვლელის არჩევაში ჯერჯერობით მხოლოდ თემთა პალატის წევრი კონსერვატორები იღებენ მონაწილეობას. ბეიდნოკმა მათგან ყველა ცოტა, 59 კოლეგის მხარდაჭერა მოიპოვა.

პირველ ადგილზე, წინა რაუნდების მსგავსად, ყოფილი კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) რიში სუნაკი გავიდა (118 ხმა), მეორეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი პენი მორდონტი (92 ხმა), ხოლო მესამეზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (86 ხმა).

ხვალ, 20 ივლისს, კონსერვატორები გადაწყვეტენ, რომელი ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს სექტემბერში გასამართ საბოლოო ეტაპზე, სადაც გადაწყვეტილებას პარტიის ყველა წევრი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები