ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსები კიევის ალყაში მოქცევას შეეცდებიან
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსების მთავარ სამიზნედ კიევი რჩება, მიუხედავად მათი ბოლო პერიოდის წარუმატებლობისა
"მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი არ აქვთ, მათ მთავარ სამხედრო სამიზნედ კიევრი რჩება. კიევის ჩრდილოეთით მძიმე ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს" - განაცხადა მინისტრმა
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კიევისკენ მიმავალი რუსული ნაწილები გაჩერებულია, ხოლო ქალაქ ჰოსტომელისკენ მიმავალი ძალები უკრაინელებმა მოიგერის, რის გამოც რუსეთის არმიამ საკუთარი გეგმები ვერ განახორციელა
მინისტრმა ეს ინფორმაცია უახლეს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გააჟღერა