ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ებისთვის ათასობით ჭურვი გადასცა
უკრაინამ დიდი ბრიტანეთიდან Challenger 2-ის ტანკებისთვის ათასობით ჭურვი მიიღო. ამის შესახებ 25 აპრილს, სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.
"ჩვენ ათასობით ჭურვი გავუგზავნეთ უკრაინას Challenger 2-ებისთვის, მათ შორის გაღარიბებული ურანის ჭურვები. ოპერატიული უსაფრთხოების გამო, ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს უკრაინელების მიერ ამ ჭურვების გამოყენების ეფექტურობაზე," - თქვა ჰიპიმ.
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 14 Challenger 2-ის ტანკს მიიღებს.
20 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანაბელ გოლდიმ გამოაცხადა, რომ სამეფო, Challenger 2-ის ტანკებთან ერთად, უკრაინას ჯავშანსატანკო ჭურვებს გადასცემს, რომლებიც შეიცავს გაღარიბებულ ურანს. მან აღნიშნა, რომ "ასეთი ჭურვები ძალიან ეფექტურია თანამედროვე ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად."
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია "იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს", თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანსატანკო ჭურვებს მიაწოდებს.