ბრიტანეთში დედოფალი ელისაბედ II დაკრძალეს
დიდ ბრიტანეთში 8 სექტემბერს 97 წლის ასაკში გარდაცვლილი ელისაბედ II-ის დაკრძალვა გაიმართა. ამის შესახებ 19 სექტემბერს საღამოს BBC იტყობინება.
დედოფალი წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის ციხის ტერიტორიაზე დაკრძალეს. "კუბო დედოფლის ცხედრით ნელ-ნელა საძვალეში ჩავიდა. ახლა მასზე წვდომა მხოლოდ ოჯახის წევრებს ექნებათ მათ პირად ცერემონიაზე", - აღნიშნავს გამოცემა.
ელისაბედ II სამარხში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.
ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის საჯარო გამომშვიდობების ცერემონია, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, დასრულდა. ორშაბათს, 19 სექტემბერს, დილით, ვესტმინსტერის სასახლის ბოლო სტუმრებმა დედოფალს პატივი მიაგეს.
ვესტმინსტერის სააბატოში სახელმწიფო პანაშვიდი ჩატარდა სამეფო ოჯახის წევრების, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ლიზ ტრასის და მისი რამდენიმე წინამორბედის, ასევე ასობით მაღალი რანგის მთავრობის და უცხო ქვეყნების სამეფო ოჯახების წევრების მონაწილეობით.
ბრიტანეთის დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვას სულ 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ოფიციალურ ღონისძიებებზე რუსეთისა და ბელორუსის ოფიციალური პირები არ იყვნენ მიწვეულნი.
96 წლის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს შოტლანდიაში, ბალმორალში გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე გაერთიანებულმა სამეფომ მისი ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილე აღნიშნა.
ელისაბედ II გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელსაც ასეთი მმართველობა ჰქონდა. იგი ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.
დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე 73 წლის ჩარლზ III გახდა, ყოფილი პრინცი ჩარლზი. ის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს იყო უელსის პრინცი და ტახტის მემკვიდრე.