ბრიუსელი 2030 წლიდან დიზელის, ხოლო 2035-დან ბენზინის ავტომობილებს აკრძალავს

ქალაქი ბრიუსელი გეგმავს, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილები 2030 წლიდან აკრძალოს, 2035 წლიდან კი - ბენზინზე. გადაწყვეტილების მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და რეგიონალურ კლიმატურ მიზნებთან მიახლოებაა.

“სამწუხაროდ, პროგრესის მიუხედავად, ბრიუსელის მაცხოვრებლების უმრავლესობა ისევ ცხოვრობს უბნებში, სადაც ჰაერის დაბინძურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიმიტებზე მაღალია,” - ნათქვამია ბრიუსელის მერიის განცხადებაში. “დაბინძურებას ძირითადად საგზაო ტრანსპორტი იწვევს.”

აკრძალვა სკუტერებსა და მოტოციკლეტებსაც შეეხება. ბრიუსელის მერია აცხადებს, რომ ისინი ამსტერდამის, პარიზის, ლონდონისა და ოსლოს მაგალითებს იზიარებენ.

გარდა ამისა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. 

ელექტრომობილებზე სწრაფად გადასასვლელად ბრიუსელის ხელისუფლება ქალაქში 2035 წლისთვის 22 000 ელექტროდამტენი წერტილის შექმნას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები