ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში

ამ კვირაში ყურადღება მადრიდისკენ იქნება მიმართული, სადაც ესპანეთმა ევროკავშირის პრეზიდენტობა უნდა გადაიბაროს.

ესპანეთის მთავრობა კი ამასობაში წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია - 23 ივლისს ესპანეთში წინასწარი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ბრიუსელში კი ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს კანონის უზენაესობის შესახებ, რომელიც წევრ სახელმწიფოებს სამართლებრივი სისტემის, კორუფციის, მედია პრულარიზმისა და შეკავება-გაწონასწორების მიხედვით აფასებს.

ხუთშაბათს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის სანქციების დაღღვევაზე, მაგალითად, აქტივების არგაყინვაზე ან გადაადგილების შეზღუდვის არშეზღუდვაზე.

წარდგენილი სასჯელი მოიცავს პატიმრობას ინდივიდებისთვის და ჯარიმებს კომპანიებისთვის.

იმავე დღეს კომიტეტი იმსჯელებს გასულ თვეში საბერძნეთის სანაპუროზე მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვაზე.

ხუთშაბათსვე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის კომიტეტი ევროკომისარ მაირეიდ მაკგინესს ეკონომიკური აქტივობების ახალი საგადასახადო კრიტერიუმების შესახებ. ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოთხი თვე ექნება კომისიის შესაბამისი ინიციატივის განსახილველად.

ორშაბათს და სამშაბათს კი ბრიუსელში  ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო პარტნიორობის ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან ევროპარლამენტარები და ბრიტანელი პარლამენტარები.

კანონმდებლები განიხილავენ, თუ როგორ მუშაობს ბრექსიტის შეთანხმება, ასევე როგორ ითანამშრომლონ უკრაინის დასახმარებლად.

 

მსგავსი სიახლეები