CBS: რუსეთმა შორსმოქმედი არტილერია საბრძოლო პოზიციაზე გადაიტანა

ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით CBS იუწყება, რომ რუსეთმა შორსმოქმედი არტილერიის ნაწილი და რაკეტების სატყორცნები უკრაინასთან საბრძოლო პოზიციაზე გადაიტანა.

როგორც აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელი CBS-სთან ამბობს, რუსული ერთეულების ნაწილმა ბანაკები დატოვა და "თავდასხმით პოზიციაში" გადავიდა. თავდაპირველი პოზიცია მათ ჯერ კიდევ კვირას, 13 თებერვალს, დატოვეს, თუმცა მათ აქამდე არ ჰქონიათ დაკავებული ისეთი პოზიციები, საიდანაც უკრაინაზე თავდასხმა შესაძლებელი იქნებოდა.

წყაროს თანახმად, აშშ-ს მთავრობას სჯერა, რომ რუსეთი უკრაინას მიმდინარე კვირის ბოლოს დაესხმება თავს, თუმცა აშშ კვლავაც არაა დარწმუნებული, თუ რა ფორმა ექნება შეტევას.

მსგავსი სიახლეები