ჩეხეთის პრეზიდენტი: პუტინი ილუზიაში იყო, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა

როდესაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ილუზიაში იყო. ამის შესახებ 1 მაისს CNN Prima News-ზე ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა.

"პუტინი ილუზიაში იყო, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და რომ რუსული არმია მეორე ყველაზე ძლიერი არმიაა მსოფლიოში. დღეს ეს სასაცილოდ გამოიყურება. თუ რუსეთის აგრესიას რაიმე დადებითი მხარე აქვს, ესაა, აღმოჩნდა, რომ რუსული არმია გაცილებით სუსტია, ვიდრე ექსპერტები მიიჩნევდნენ", - აღნიშნა მან.

ასევე, რუსულ ენერგეტიკაზე ევროპის დამოკიდებულებაზე საუბრისას, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიმეორა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსული ჯარების ინტერვენციის დღეს გამოთქმული აზრი, რომ რუსები "გიჟები აღმოჩნდნენ".

გარდა ამისა, ზემანმა თქვა, რომ "აუცილებელია გიჟის იზოლირება" არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ზომებითაც.

ზემანმა ჯერ კიდევ 5 თებერვალს განაცხადა, რომ არ იზიარებს შიშებს უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ.

მსგავსი სიახლეები