ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

 

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 %-ით გაიზარდა.

მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მესამე კვარტლის შემდეგ მშპ-ს ყველაზე მცირე ზრდას ნიშნავს - გასულ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 7.9 %-ით გაიზარდა.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზებს შორის სახელდება კომპიუტერული ჩიპების გლობალური დეფიციტი, ფოლადის მრეწველობისთვის ენერგომომარაგების შეფერხება და სამშენებლო სექტორის ბრუნვის შემცირება.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზარზეც, რადგანაც შემცირდება მოთხოვნა საწარმოო ნედლეულზე.

ჩინეთის მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 6 %-ან ზრდას პროგნოზირებს.

მსგავსი სიახლეები