ჩინეთის კომპარტიამ ეკონომიკის 5,5 %-ანი ზრდის მიზანზე უარი თქვა
ჩინეთის მმართველმა პარტიამ ეკონომიკის 5,5 პროცენტით ზრდის მიზანზე უარი თქვა.
სი ძინფინგის ნულოვანი კოვიდის პოლიტიკამ, რაც ბიზნეს-სექტორისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობდა, ეკონომიკის წამყვან სექტორებში წარმოების შენელება გამოიწვია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს ჩინეთის მშპ-ს 3,3 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
„ჩინეთმა დასაქმების მაჩვენებლის და ფასების სტაბილიზაციაზე უნდა იზრუნოს“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა 25-წევრიანი პოლიტბიუროს შეხვედრის შემდეგ.
პოლიტბიუროს ეკონომიკურად დამაზარალებელ ნულოვანი კოვიდის მიდგომაზე უარი არ უთქვამს.
ეკონომისტების შეფასებით, პოლიტბიუროს განცხადება მიუთითებს, რომ ინფლაციის მოსათოკად ჩინეთის მთავრობა ინფრასტრუქტურაში ჭარბი ინვესტიციების ჩადებას არ აპირებს. სამშენებლო სექტორი აქამდე ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო.
ნოემბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ეროვნული კონგრესი გაიმართება. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ სი ძინფინგი კონგრესს საკუთარი კანდიდატურის მესამე ვადით წამოსაყენებლად გამოიყენებს.