ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის ფონზე, ნავთობის ფასი მცირდება
14 აგვისტოს ნავთობის ფასი შემცირდა, რადგან ინვესტორები სარისკო აქტივებზე უარს ამბობენ ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისის ახალი ტალღის შესაძლებლობის გამო.
ამ ინფორმაციას Enkorr ავრცელებს.
ამრიგად, Brent-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0.84 დოლარით (0.97%) შემცირდა და ბარელის ღირებულებამ 85.97 დოლარამდე შეადგინა.
გარდა ამისა, მყარდება აშშ დოლარი, რაც ინვესტირების მიმზიდველობას ამცირებს.
ასევე, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0.85 დოლარით (1.02%) შემცირდა, ბარელზე 82.34 დოლარამდე.
"გასულ კვირას Brent 0.7%-ით გაიზარდა, WTI - 0.5%-ით. ორივე ტიპის ნავთობმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დეფიციტის შიშით, მეშვიდე კვირა დადებითად დაასრულა. მოსალოდნლია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის თავიდან აცილებას შეძლებს, ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად." - წერს გამოცემა.
Vanda Insights-ის დამფუძნებლის, ვანდან ჰარის თქმით, მოვაჭრეები ზედმეტად იყვნენ ორიენტირებულნი აშშ-ის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უგულებელყოფდნენ სერიოზულ პრობლემებს ევროპასა და ჩინეთში. ამიტომ მათ დიდი ხნის წინ სჭირდებოდათ რეალობაში დაბრუნება.