CIA ცდილობდა ჩერჩილის რეკრუტირებას სსრკ-ში აკრძალული რადიო აგიტაციისთვის - The Telegraph
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1950-იანი წლების მიწურულ ცდილობდა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის რეკრუტირებას საბჭოთა კავშირი აკრძალული რადიოს მეშვეობით ანტი-მარქსისტული აგიტაციისთვის.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph საიდუმლო სამსახურის მიერ მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს - დოკუმენტს გასულ კვირებში მოუხსნეს საიდუმლოების გრიფი.
- გამოცემის ცნობით, СIA-ის გეგმის მიხედვით უინსტონ ჩერჩილი სსრკ-ში აკრძალული რადიო თავისუფლების წამყვანი უნდა გამხდარიყო.
- დოკუმენტის მიხედვით, აშშ ცდილობდა გამოეყენებინა საბჭოთა კავშირში 1956 წელს გამართული მეოცე ყრილობის შედეგად დაწყებული დესტალინიზაციის პროცესი, რათა გაეღრმავებინა საბჭოთა მოსახლეობის ეჭვები მარქსისტული მოძღვრების სისწორის მიმართ.
ჩაშლილად: "პროპაგანდისტული ოპერაციის მიზანი იყო წაეხალისებინა საბჭოთა მოსახლეობის ეჭვები მარქსისზმის ნებისმიერი ფორმის მიმართ, იმაზე ხაზგასმით, რომ მარქსისზმის ფუძემდებლური პრინციპები და ისტორიული მეთოდები და წინასწარმეტყველებები მცდარია"- ნათქვამია მასალაში.
- გამოცემის ცნობით, დოკუმენტიდან უცნობია დათანხმდა თუ არა ჩერჩილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წინადადებას, თუმცა 1958 წლის გაზაფხულზე, როდესაც ახალი პროგრამა უნდა დაწყებულიყო ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა უარი თქვა ამერიკაში ვიზიტზე ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით.
- ჩერჩილი ვაშიგნტონში 1 წლის დაგვიანებით პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან შესახვედრად ჩავიდა - როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამერიკაში მისი ბოლო ვიზიტი იყო, ჩერჩილი 1965 წლის 24 იანვარს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კონტექსტი: "ცივი ომის დროინდელი პროპაგანდისტული ოპერაციები მიმართული იყო გაბოტონებული ავტორიტეტის ძირის გამოთხრისკენ, ორთოდოქსული იდეების შევიბროებისა და ეჭვების წახალისებისკენ"- ამბობს Telegraph-თან საუბარში დაზვერვის ისტორიკოსი, რორი კორმაკი.