CNN: ბაიდენის კიევში ჩასვლა ნაკლებად სავარაუდოა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მთავარ საკითხსაც, რუსეთისგან მომავალი სამხედრო აგრესიის განეიტრალება წარმოადგენდა.
ამ კონტექსტში, ზელინსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს მომდევნო დღეებში კიევში ვიზიტისკენ მოუწოდა, რაც სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"მე მწამს, რომ მომდევნო დღეებში, კიევში, თქვენი ვიზიტი უმნიშვნელოვანესია სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ეს იქნება ძლიერი გზავნილი და ხელის შეწყობა დე-ესკალაციისთვის." - განაცხადა ზელინსკი
უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობაზე, ბაიდენის ოფიციალური პასუხი უცნობია, თუმცა CNN-ის მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად - რომელიც თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს ეფუძნება - ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.