CNN: ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი ბესენტის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ შეთანხმებას
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/zele scott3455.png)
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი ეკონომიკურ შეთანხმებას უკრაინის იშვიათი მეტალების შესახებ, რომელიც კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ჩაიტანა.
წყაროს ცნობით, ზელენსკის იმედოვნებდა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპს შეხვდებოდა და მოკავშირეების პოზიციებს შეათანხმებდა. ამის ნაცვლად როგორც ზელენსკი ამბობს - მას წარუდგინეს "სერიოზული ხალხი" და ძირითადად ფინანსური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი.
წყაროს ცნობით, დოკუმენტი ზელენსკის სკოტ ბესენტმა წარუდგინა, თუმცა ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე.
კონტექსტი
სწორედ ბესენტის კიევში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ. ტრამპის თქმით, საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო და მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, მისი თქმით, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მაღალი შანსი ახლო მომავალში.
პუტინთან საუბრის შემდეგ, შედგა სატელეფონო ზარი ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარიც.
სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრა, რომელზეც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტური სცენარია.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე გამორიცხა ამერიკული ჯარების გაგზავნა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა სრულად ევროპას დააკისრა.