დანიამ უკრაინას $520 მილიონის სახმედრო დახმარება გადასცა
დანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადასცა, რომლის ღირებულებაც 3.7 მილიარდი დანიური კრონი, ანუ დაახლოებით 520 მილიონი დოლარია.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
დახმარების ახალ პაკეტში შედის T-72EA-ს ტანკები, BMP-2-ის ჯავშანმანქანები, საარტილერიო საბრძოლო მასალა, დრონები, მცირე შეიარაღება და ჯავშანტექნიკა.
"ეს არის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც მოთხოვნადია უკრაინაში და რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად," - ნათქვამია განცხადებაში.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მის უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა.
"დღევანდელი დახმარება ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია დანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში... ეს ასევე მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყურადღება რამდენიმე დღეა მიმართულია ისრაელსა და პალესტინაზე," - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიკე რასმუსენმა.