დანილოვი: ზელენსკიმ ბელორუსის შესაძლო შემოჭრისთვის მზადყოფნის შემოწმება დაგვავალა

15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის მხრიდან ახალი შემოჭრის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შტაბის შეხვედრაზე დაგვავალა ოთხი რეგიონის მზადყოფნის შემოწმება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თოქ-შოუ "Говорить великий Льві"-ის ეთერში განაცხადა.

"გუშინ პრეზიდენტმა დარეკა შტაბში და სწორედ ეს საკითხი განიხილეს - ბელორუსიის საკითხი, ჩვენმა ყველა ორგანომ, რომელიც ამაშია ჩართული, შეფასება გააკეთა: რა ხდება, რა მდგომარეობაშია დღეს ბელორუსის არმია, რამდენი სამხედრო ჰყავთ, რუსებიც იქ არიან, რა გეგმები აქვთ. ეს ყველაფერი ჩვენი პრეზიდენტის კონტროლს ექვემდებარება და გუშინ ამ ანგარიშზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ეფექტურია. შედეგად, არის ინსტრუქცია - ახლა ჩატარდება მდგომარეობის შემოწმება ოთხ რეგიონში."

დანილოვმა არ დაასახელა რომელია ის რეგიონები, რომელთა მზაობაც შემოწმდება.

ბელორუსს უკრაინის ხუთი რეგიონი ესაზღვრება: ჩერნიგოვი, კიევი, ჟიტომირი, რივნე და ვოლინი.

მსგავსი სიახლეები