დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა

ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელმა თავდამსხმელმა დანით და ავტომობილის დაჯახებით ებრაულ დასახლებასთან ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა.

თავდამსხმელმა მოქალაქეებს დანა ინდუსტრიულ ზონაში და ბენზინგასამართ სადგურზე დაარტყა, შემდეგ კი სხვებს ავტომობილით დაეჯახა. 

18 წლის თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა.

ისრაელში ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც მალე ქვეყანას ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე სამთავრობო კოალიცია ეყოლება.

ებრაული მედია წერს, რომ თავდამსხმელი დამლაგებლად მუშაობდა ინდუსტრიულ ზონაში და ახლომდებარე სოფელში ცხოვრობდა.

ისრაელის მომავალმა პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაწერა, რომ დაჭრილებისთვის ლოცულობს და ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლობას გააძლიერებს.

მისმა ყველაზე მსხვილმა კოალიციურმა პარტნიორმა, ულტრამემაჯრვენე პოლიტიკოსმა ითამარ ბენ-გვირმა დაწერა, რომ ქნესეთმა სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი უნდა მიიღოს და ტერორისტებს ასე უნდა დაისაჯონ.

მსგავსი სიახლეები