დაზვერვამ იცოდა ЗСУ-ს იერიშის შესახებ კურსკზე, თუმცა გენშტაბმა პუტინის არ აცნობა

რუსეთის სადაზვერვო უწყებებმა იცოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრიერიშის შესახებ კურსკის მიმართულებით, თუმცა გენერალურმა შტაბმა შესაბამის ცნობებს ყურადღება არ მიაქცია და საფრთხის შესახებ კრემლს არ აცნობა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, რუსეთის დაზვერვამ იერიშის დაწყებამდე 2 კვირით ადრე შენიშნა ЗСУ-ს დანაყოფების კონცენტრაცია კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში, თუმცა დაზვერვის გაფრთხილებები გენერალურ შტაბმა უყურადღებოდ დატოვა, რის გამოც გამოეპარათ უკრაინელთა დარტყმა, რაც ფრონტის მოცულობითი გარღვევით გაგრძელდა. 

საყურადღებოა, რომ მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ძალოვან უწყებებთან დაახლოებული რუსული ტელეგრამ არხებიც. მაგალითად თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული მსხვილი ტელეგრამ არხის, რიბარის ცნობით, ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაური, ესედულა აბაჩევი ვალერი გერასიმოვს აფრთხილებდა ЗСУ-ს მოსალოდნელი ოპერაციისა და გეგმის შესახებ, რომლის მიზანიც ბელგოროდის იზოლირებაა. 

ამავე წყაროების ვერსიით, გერასიმოვმა დაზვერვა "პანიკიორობაში" დაადანაშაულა და მიუთითა ქვეშერმდომებს, რომ არ წამოგებულიყვნენ მტრის დეზინფორმაციაზე. 

Bloobmberg-ის წყაროების ცნობით, კრემლში უკმაყოფილეობი არიან ვალერი გერასიმოვის ფიგურით - მათი ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერასიმოვს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

7 აგვისტოს ვალერი გერასიმოვი ვლადიმირ პუტინისა და ძალოვანი უწყებების თათბირში მონაწილეობდა. პუტინისა და გესამივოსი გარდა თათბირში მონაწილეობდნენ, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი. 

"რუსეთის არმიამ შეძლო უკრაინული დანაყოფების წინსვლის შეჩერება - ოპერაცია დასრულდება მოწინააღმდეგის განადგურებით და სახელმწიფო საზღვრებზე გასვლით"- განაცხადა თათბირზე გერასიმოვმა. 

კონტექსტი 

გერასიმოვის განცხადებების საწინააღმდეგოზე მიუთითებენ დამოუკიდებელი წყაროები, რომელთა ცნობითაც ЗСУ აგრძელებს დაკავებული ტერიტორიის გაფართოებას. 

უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს უკრაინის არმიის უმსხვილესი იერიში რუსეთის ტერიტორიაზე. ამ დროის მონაცემებით უკრაინულმა დანაყოფებმა მტრის ზურგი 25-30 კილომეტრით გაარღვიეს. უკრაინელთა კონტროლქვეშაა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, ჯამურად საუბარია დაახლოებით 430 კვადრატულ კილომეტრზე. ვრცელდება ინფორმაცია ტყვედ აყვანილი ათეულობით რუსი სამხედროს შესახებ. 

ჯერჯერობით უკრაინის გენერალური შტაბი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საინფორმაციო დუმილის რეჟიმს ინარჩუნებს, უცნობია თუ რა არის იერიშის მიზანი. 

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები კარგად დაგეგმილ და აღსრულებულ ოპერაციაზე საუბრობენ, თუმცა მიუთითებენ იმაზე, რომ უკრაინისთვის ფრონტზე შექმნილი რთული მდგომარეობის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის წამოწყება ბევრი თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს ატარებს. 

მსგავსი სიახლეები