"დე-ოლიგარქიზაცია" და ყველა სხვა პირობა, რაც EU-მ საქართველოს წაუყენა

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაცემას.

საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია აყენებს პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მონიჭება განიხილება.

გთავაზობთ ყველა იმ პირობას, რასაც ევროკომისია საქართველოს უყენებს კანდიდატობის სტატუსის მისანიჭებლად:

"კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, როცა შემდეგი პირობები შესრულდება:

- პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფით

- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ისევე როგორც მათი დემოკრატიული ზედამხედველობითი ფუნქციების. საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭო/ვენეციის კომიტეტის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა

- გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და შესრულება, რომელიც დაეფუძნება ფართო, პარტიათაშორის საკონსულტაციო პროცესს; სასამართლოს სრული და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულობისა და მთლიანი სასამართლო ინსტიტუციური სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ძალაუფლების დანაწილების დასაცავადაც; განსაკუთრებით იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა სასამართლო და საპროკურორო ინსტიტუტმა იმუშაოს გამართულად და კეთილსინდისიერად, პირველყოვლისა უზენაესმა სასამართლომ და გადაიჭრას ნებისმიერი გამოვლენილი ხარვეზი, ყველა დონეზე მოსამართლეებისა და გენპროკურორის დასახელების ჩათვლით; განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დაინიშნოს საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

- ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ანტი-კორუფციული ფუნქციის თავმოყრით, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის საქმეების ეფექტურად გადაწყვეტით; განსაკუთრებული საგამოძიებო სამსახური და პირადი მონაცემების დაცვის სამსახური მათი მანდატისთვის შესაბამისი რესურსებით აღჭურვა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

- აღსრულდეს „დე-ოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკური, პოლიტიკური და საჯარო ცხოვრებიდან დაინტერესებული მხარეების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით.

-
საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სამართალდევნისა და მსჯავრდებების ეფექტური გამოძიების, სამართალწარმოებისა და სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; უზრუნველყოფილი იყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.


- გაძლიერდეს ძალისხმევა, თავისუფალი, კომპეტენტური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაცვის გზით და ჟურნალისტებისა და სხვა მედია წარმომადგენლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებით.

- სწრაფად გააძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის წამხალისებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით. - გაზარდოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით;

- უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;

- მოწესრიგდეს კანონმდებლობა, რათა ქართულმა სასამართლოებმა განსჯის პროცესში პროაქტიულად მიიღოს მხედველობაში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები.

- უზრუნველყოფილი იყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) დასახელების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ ფიგურას და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; უზრუნველყოფილი იყოს სახალხო დამცველის სამსახურის ნამდვილი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

კომისია თვალს მიადევნებს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების გადაწყვეტაში და 2022 წლის ბოლოს მათ შესახებ ანგარიშს წარადგენს."

 

მსგავსი სიახლეები