დენ ფრიდი: იზრდება შანსი, რომ რუსეთი ისე დამარცხდეს, როგორც იაპონიასთან ომში
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, დენ ფრიდი, უკრაინაში მიმდინარე ომს ტვიტერზე გამოეხმაურა, სადაც ყურადღება რუსეთის საწინააღმდეგოდ შეცვლილ სიტუაციაზე გაამახვილა.
"24 თებერვლის შემდეგ, სულ 3 სცენარზე ვფიქრობდი - რუსული ბლიცკრიგის წარმატება, 1939-1940 წლებში ფინეთისა და სსრკს ზამთრის ომი (საბჭოთა თავდაპირველი მარცხი, მაგრამ აიძულეს ფინელებს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, ტერიტორია დაეთმოთ) ან რუსეთ-იაპონიის ომი"- აღნიშნა ფრიდმა.
ყოფილი ელჩის აზრით, ომის დაწყების პერიოდში, რუსები ბლიცკრიგის წარმატებით დასრულებას ვარაუდობდნენ, ხოლო უკრაინელებისთვის, ზამთრის ომი ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.
თუმცა, ამ მომენტში ვითარება საპირისპიროდ არის შეცვლილი.
"ახლა რუსეთისთვის საუკეთესო სცენარი ზამთრის ომია. რუსეთის ფაქტობრივი დამარცხების შესაძლებლობა (ამა თუ იმ ფორმით), რუსეთ-იაპონიის ომის მსგავსად, უფრო მეტად რეალური ხდება"- წერს ფრიდი
ამერიკელი დიპლომატის აზრით, რაც უფრო დიდი იქნება რუსეთის მარცხი, ეს მით უფრო უკეთესი იქნება უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.