Der Spiegel: კრემლმა გერმანელ აგენტს უკრაინის შეარაღებაზე ინფორმაცია მოსთხოვა

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის დაზვერვის ოფიცერს, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია რუსეთს მიაწოდა, დავალებული ჰქონდა უკრაინის საარტილერიო და საჰაერო პოზიციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. 

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა, საკუთარ აგენტს ინფორმაციის შეგროვება ამერიკის მიერ "Himars"-ის რაკეტებისა და გერმანელების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგების შესახებ მოსთხოვა. 

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მონაცემები გადაცემულიყო,"- ამბობენ გერმანულ გამოცემაში. 

აგენტი, რომლიც იდენტიფიცირებულია როგორც Carsten.L, სავარაუდოდ, გერმანიის დაზვერვის სამსახურის მიერ, რუსული საიდუმლო საკომუნიკაციო სისტემების შესახებ შექმნილ დოკუმენეტბს გაავრცელებდა, როგორც ამას ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით წერენ. 

რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე გერმანელი ჯაშუში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები