Der Spiegel: ზეგ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს
გერმანული ჟურნალი Der Spiegel იუწყება, რომ ხუთშაბათს, 28 აპრილს გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის შესახებ გააკეთებს განცხადებას.
გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ მოწადინებულია, გერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაზარდოს.
ამის შესახებ ის დღეს, რამშტაინის სახმედრო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე აცნობებს დანარჩენებს.
საუბარია უკრაინისთვის "გეპარდის" ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარი. გარდა ამისა, გერმანელებს სურთ, უკრაინელი ჯარისკაცები ჰაუბიცების ანტი-სატანკო ჭურვების გამოყენებაში გაწვრთნან.
2000 ჰოვიცერის გადაცემას უკრაინისთვის ნიდერლანდები აპირებს.