დიასპორის ებრაელებმა ისრაელისთვის $750 მილიონი შეაგროვეს

დიასპორის ებრაელებმა ისრაელისთვის 2.7 მილიარდი შეკელი (750 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვეს. ეს თანხა ისრაელის ომის შემდგომ აღდგენაზე დაიხარჯება.

The Jerusalem Post-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის ქნესეთის ეკონომიკის, ალიასა და დიასპორის საკითხთა კომიტეტებმა განაცხადეს.

ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ დავიდ ბიტანმა ეილათში ბიზნესის დახმარების შესაძლებლობის შესწავლა მოითხოვა.

წინა საკომიტეტო განხილვისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ებრაულმა ფედერაციებმა (JFNA) დაახლოებით 554 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვეს ჰამასის თავდასხმის შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ. თუმცა, ქნესეთის სხდომაზე დადასტურდა, რომ ამ თანხამ 750 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დანი ვასნერმა, ჩრდილოეთ ამერიკაში ებრაული ფედერაციების მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორმა ომის დროს ფედერაციების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში ყველაზე დიდი ებრაული მიტინგი ჩატარდა. რაც შეეხება ფინანსების მოზიდვას, ვასნერმა განაცხადა, რომ ფედერაციებმა ამ დროისთვის დაახლოებით 660 მილიონი დოლარი შეაგროვეს, დაახლოებით 190 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა და ყოველ კვირას მეტი თანხა გამოიყოფა.

ჯოშ შვარცმა, ებრაული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააგენტომ დღემდე დაახლოებით 104 მილიონი დოლარი შეაგროვა. 

მსგავსი სიახლეები