დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი: 4 დაღუპული, 19 დაშავებული
10 ოქტომბერს მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავდა 19 ადგილობრივი მცხოვრები.
რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ მტერმა სერიოზული ზიანი მიაყენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კრივოი როგის ერთ-ერთ რაიონში შუქი ჩაქრა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე 80 ათასზე მეტი ადამიანია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.
რუსებმა რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, ხუთი მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.