დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის სენატორი ვენსი დაასახელა
დონალდ ტრამპმა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის ოჰაიოელი სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა - ვენსი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ვიცე-პრეზიდენტობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.
ამის შესახებ მილოუკიში მიმდინარე რესპუბლიკური პარტიის კონვენციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.
"ჯ.დ-ის ჰქონდა ძალიან წარმატებული საქმიანი კარიერა ტექნოლოგიებისა და ფინანსების ისტორიაში. და, ახლა კამპანიის მიმდინარეობისას ის უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს იმ ადამიანებს, რომელთა გამოც ასე აქტიურად იბრძოდა - ამერიკელ მუშებს და ფერმერებს პენსილვანიაში, მიჩიგანში, ვისკონსინში, ოპაიოში, მინესოტასა და სხვაგან"- ნათქვამია ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ვინ არის ჯ.დ. ვენსი
ვენსმა ცნობადობა ეროვნულ დონეზე 2015 წელს საკუთარი მემაურებით მოიპოვა. წიგნში სახელწოდებით "სოფლის ელეგიაში" ვენსი საკუთარ რთულ ბავშვობაზე ჰყვება. წიგნი ორჯერ მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში, ხოლო Washington Post-მა ვენსს ე.წ. ჟანგიანი სარტყლის (შტატები ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ რეგიონში ხმა უწოდა.
საყურადღებოა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიჯნაზე ვენსი აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და მას ამერიკის ჰიტლერსაც კი უწოდებდა. უკვე 2018 წელს ვენსმა შეიცვალა პოზიცია და უკვე 2020 წლის არჩევნებზე აქტიურად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას.
სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ვენსი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების კორპუსში გაწევრიანდა - ამ რანგში საბრძოლო კონტინგენტის მისიაში მსახურობდა ერაყის ტერიტორიაზე.
ვენსი სენატორი 2023 წლის იანვარში გახდა - თავისი საპარლამენტო მანდატის პირველივე დღეებში ვენსი სათავეში ჩაუდგა კონგრესმენების ჯგუფს, რომლებიც უკრაინის დაფინანსების საკითხზე ბაიდენის ადმინისტრაციას დეტალურ ხარჯთაღრიცხავს სთხოვდა.
საყურადღებოა, რომ ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის უკრაინის დახმარების ერთადერთი და ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო. გასულ თვეებში ვენსი მწვავედ აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის - ვენსი გამოდიოდა ინიციატივით უკრაინის უბლოკო ნეიტრალური სტატუსისა და რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ. ვენსის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთისგან მომავალ საფრთხეზე უნდა ფოკუსირდეს.
14 ივლისს დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ვენსმა მომხდარში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.
ამერიკული მედიის ცნობით, ვენსის კანდიდატურას აქტიურად ლობირებდა დონალდ ტრამპ უმცროსი, რომელიც ვანსის ახლო მეგობარია. ვენსი ასევე პოპულარულია რესპუბლიკური პარტიის ე.წ. MAGA ფრთაში, რომელშიც ფართოდაა გავრცელებული იზოლაციონისტური განწყობები.