დრაგი: პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები არ მომწიფებულა
იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები ჯერ არ მომწიფებულა".
"მე მივიჩნევ, რომ შეთანხმების საკვანძო პუნქტების გადაწყვეტად ზელენსკისთან უნდა შედგეს [პუტინის] შეხვედრა, რომელიც ამას ფაქტობრივად ომის დაწყებიდან ითხოვს, პასუხად კი მივიღე, რომ მისი [პუტინის] აზრით, დრო არ მომწიფებულა", - ამბობს იტალიის პრემიერი.
მისი თქმით, "პუტინი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებში რამდენიმე პატარა ნაბიჯი გადაიდგა წინ".
თუმცა, მარიო დრაგის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტასთნ დაკავშირებული "სკეპტიციზმის გადალახვა ჯერ ადრეა":
"ყველას გვინდა სინათლის სხივი დავინახოთ... გარკვეულწილად სანქციები მუშაობს. მშვიდობა მიიღწევა, თუ უკრაინას თავდაცვის საშუალება ექნება, სხვაგვარად არც მშვიდობა იქნება. არსებობს სურვილი, რომ მალე წავიდეთ წინ, მაგრამ სკეპტიციზმის გადალახვა ნაადრევია".