დუდას თქმით, პოლონეთს სურს საფრანგეთის ბირთვულ ფარზე ჰქონდეს წვდომა
.png)
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების დაცვა.
State Of Play: ვარშავაში, Bloomberg News-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ის ასევე აგრძელებს პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების სურვილის გამოხატვას.
- "მე მჯერა, რომ ორივე გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია," - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. "ეს ორი იდეა (ამერიკული და ფრანგული ბირთვული იარაღი – რედ.) არც ურთიერთსაწინააღმდეგოა და არც ურთიერთგამომრიცხავი."
- პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მარტში პარლამენტს განუცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია მიიღოს წვდომა ბირთვულ იარაღზე და თქვა, რომ ის "სერიოზულ მოლაპარაკებებს" აწარმოებს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინადადებაზე, გამოიყენოს პარიზის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად.
Big Picture: თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე დუდამ თქვა, რომ ნატოს როლია დაუპირისპირდეს "რუსეთის აგრესიულ ქცევას." 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში განათავსა, რამაც შეაშფოთა ალიანსის წევრები მის აღმოსავლეთ ფლანგზე.
- "როგორ უპასუხებს ნატო ამაზე? ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. გიწვევთ, რომ ბირთვული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე განათავსოთ," - განაცხადა დუდამ.
Context: იმავდროულად, პოლონეთის მიერ მაკრონის წინადადების მიღებას შეიძლება მრავალი წინააღმდეგობა შეექმნას, რადგან საფრანგეთის ბირთვული ფარი არ არის დამოკიდებული ნატოს უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც ვრცელდება პოლონეთზე.
- პოლონეთი ვალდებულია არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი.
- პარიზი და ვარშავა ამჟამად ასრულებენ მუშაობას ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს თავდაცვას, ბირთვულ ენერგიას და სამეცნიერო თანამშრომლობას.
- ევროპიდან აშშ-ის ჯარების შესაძლო გაყვანის ფონზე, მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის ევროპული სახელმწიფოებს საფრანგეთის "ბირთვული ქოლგა" შესთავაზოს.
- ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუკასმა თქვა, რომ აშშ-ის "ბირთვული ქოლგა" ევროპაში დარჩება, რადგან ვაშინგტონს არ სურს ბირთვული იარაღის გავრცელების გარისკვა.