პეროკი: EU-ს კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ საქართველოს არ მიანიჭონ
ჟურნალისტი ჯეკ პეროკი საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ევროკომისია ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე განიხილავს, რომ ასოცირების ტრიო გაყოს.
"ექსკლუზივი: ევროკომისიამ შეიძლება მოლდოვა/უკრაინაზე და საქართველოზე განსხავებული გადაწყვეტილებები მიიღოს, სადაც მხოლოდ პირველ ორს მიენიჭება [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსი.
ეს არის ევროკავშირის შიდა დოკუმენტიდან, რომელიც მე ხელთ მაქვს." - წერს პეროკი.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებულ შიდა დოკუმენტში სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შესაბიმისი პირობებით მინიჭებაც განიხილება.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს შეხვედრისას ელოდებიან ევროკომისიის "მოსაზრების" მიღებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადების შესახებ, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული ქვეყნებისთვის ევროკავშირის წვრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.