ემანუელ მაკრონი: ჩვენ გვყავს ევროპის საუკეთესო არმია

ბასტილიის დაცემის დღის აღნიშნვამდე, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ინტერვიუში, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების გაძლიარებას ალტერნატივა არ აქვს. 

მისი თქმით, ევროპაში "დაბრუნებული" ომის შემდეგ, არმიის გაძლიერება და ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება კრიტიკულად მნიშვნელოვნია, ამიტომ სამომავლოდ ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი. 

"ჩვენ არ დავლოდებულვართ ომს. 2017 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გასული ხუთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი 26 მილიარდით გაიზარდა. 2030 წლამდე, ჩვენ ვგეგმავთ ახალი სამხედრო კანონის მიღებას." - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც დანაკარგების მიუხედავად, მტრის შემოტევებს იგერიებენ. მაკრონის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს იმ ფაქტის მისაღებად, რომ ომს მძიმე შედეგები ახლავს თან, ხოლო ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი "ძალიან მძიმე" იქნება. 

საფრანგეთის არმიაზე საუბრისას მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ "მათი ჯარი ძლიერი და ნომერ პირველია მთელ ევროპაში."

 

 

მსგავსი სიახლეები