ემანუელ მაკრონი და მარკ რუტე საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავენ
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა გამორიცხული არ არის.
"გამორიცხული არაფერია"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემაზე.
თვითმფრინავების შესაძლო გადაცემა, რამდენიმე კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში, უკრაინელებმა ოფიციალური თხოვნა უნდა გააგზავნონ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განსახორციელებლად არ გამოიყენებენ.
"სამხედრო ტექნიკის გადაცემამ, არ უნდა გამოიწვიოს საფრანგეთის შესაძლებლობების დაკნინება"- აღნიშნა მაკრონმა, კრიტერიუმებზე საუბრისას.
მისი თქმით, უკრაინის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით, საფრანგეთისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსი პოზიცია ჰქონდა ნიდერლანდების პრეიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, რომლის თქმითაც "ტაბუირებული საკითხევი არ არსებობს."
F-16-ის მოდელის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი, რამდენიმე ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა დღისწესრიგში უკვე დააყენა.
ჰოლანდიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ეს განცხადება, მნიშვნელოვნად განსხვავდება გერმანიის პრემიერ-მინისტრის, ოლაფ შოლცის მიერ, ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადებისგან, სადაც მან კატეგორიულად უარყო გამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობა.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა 31 იანვარს, ჰააგაში გაიმართა.