ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს 4 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"სახელმწიფო მდივან ბლინკენს COVID-19-ის PCR-ით კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სრულად არის ვაქცინირებული, მიღებული აქვს ვაქცინის ბუსტერ დოზა და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს", - თქვა პრაისმა.

უახლოეს მომავალში ბლინკენი სახლში თვითიზოლაციაში იქნება და დისტანციურად იმუშავებს.

პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები