ერდოღანი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას პოზიტიურად არ ვაფასებთ

თურქეთის პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად უყურებს. რეჯეფ თაიპ ერდოღანის თქმით, ეს სახელმწიფოები არაერთი ტერორისტული ორგანიზაციის თავშესაფარია, რაც თურქეთისთვის შეუძლებელს ხდის ამ პერსპექტივას დადებითად შეხედოს.

თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.  

უცნობია თუ კონკრეტულად რა ორგანიზაციები იგულისხმა ერდოღანმა. პრეზიდენტის სიტყვებს დამატებითი განმარტებები მისი წარმომადგენლებისგან ამ დრომდე არ მოჰყოლია. 

გუშინ, 12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადეს ნატოში გაწევრიანების გეგმის შესახებ. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში იმავე გადაწყვეტილებს მიიღებს შვედეთიც. 

ფინეთმა და შვედეთმა დიდ ბრიტანეთთან უკვე გააფორმეს სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან, რომელიც  თავდასხმის შემთხვევაში მხარეებს საომარ მოქმედებებში ჩართვის ვალდებულებას აკისრებს. 

ფინეთისთვის და შვედეთის გარდამავალ პერიოდზე მოქმედი უსაფრთხოების გარანტიებისთვის მზაობა გამოთქვა აშშ-მ და გერმანიამაც. ჩრდილო-ატლანტიკური წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ნორდიკული სახელმწიფოების გაწევრიანების პერსპექტივას დადებითად აფასებენ და მიიჩნევა, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსს უფრო გააძლიერებენ. 

ამ დრომდე ღიად სკეპტიკური დამოკიდებულება ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრ არცერთ სახელმწიფოს არ გამოუთქვამს. 

შეგახსნებთ, რომ ნატოს წესების მიხედვით გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიიღება, რაც გულისხმობს, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარი ალიანსი თითოეულმა წევრმა უნდა დაუჭიროს, მათ შორის თურქეთმაც. 

მსგავსი სიახლეები