ერდოღანი: პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილა
რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ლიდერებს შორის დიალოგის იმედს, თურქეთი ჯერ კიდევ არ კარგავს.
ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, 21 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომლებიც მას თან ახლდნენ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, წერს სააგენტო Anadolu.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი ბოლო საუბრის შედეგების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსეთის ლიდერის პოზიცია, უკრაინასთან დიალოგის საკითხზე რბილდება.
"უახლოეს დღეებში, [პუტინთან და ზელენსკისთან] სატელეფონო საუბრების შედეგების შემდეგ, ჩვენ გავიგებთ, რამდენად შორს შეგვიძლია წინსვლა. წინა დღეს მე ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. მის გამოსვლაში ვიგრძენი დაბრკოლების არარსებობა და მზადყოფნა ამ საკითხის გადასაჭრელად. მშვიდობის იმედს არ ვკარგავთ", - განაცხადა ერდოღანმა.
ომის დაწყების შემდეგ, თურქეთი აქტიურად ცდილობს, რომ მხარეებს შორის მედიატორის როლი იკისროს.