ერმაკი ტრამპის გარემოცვასთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრება
უკრაინის დელეგაცია, რომელშიც პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი შედის, აშშ-ში დონალდ ტრამპის გარემოცვასთან მოლაპარაკებებისთვის მიემგზავრება.
ამ ინფორმაცაის "რადიო NV" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით და Українська правда პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
NV-ს წყაროების ცნობით, უკრაინის დელეგაციაში, ერმაკის გარდა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ვიცე-პრემიერი - ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო შედიან.
გამოცემის ცნობით, ამ ვიზიტის მთავარი მიზანია შეხვედრა ტრამპისტებთან, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვასთან.
თუმცა, Українська правда-ს ცნობით, რუსტემ უმეროვი კიევში რჩება და დელეგაციის შემადგენლობაშია მისი მოადგილე სერგეი ბოევი.
ერმაკი შეხვედრების ორგანიზებას გეგმავს გადამდგარი გენერალ კით კელოგთან, რომელიც ტრამპის მიერ არის წარდგენილი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პირდაპირ უნდა იმუშაოს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რადგან მის წრეში არის "განსხვავებული ხმები."
მან ასევე თქვა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მალევე ელოდება მის წინადადებებს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ