ერმაკი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე: ჩემი სამძიმარი, მადლობა ქართველებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი უკრაინაში დაღუპულ კიდევ ორ ქართველ მებრძოლზე Telegram-ზე პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს და მათ ოჯახებს უსამძიმრებს.
"ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.
ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ. ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში.
თვითმფრინავი დაღუპულთა ცხედრებით საქართველოში ჩამოვიდა, სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი.
ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს." - აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში 1 ივლისს ჩამოასვენეს.
25 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში სულ 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.