ერთი დაღუპული, რვა დაშავებული - ბერლინში მანქანა ხალხში შევარდა
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩაზე, მაღაზიის წინ მანქანა შევარდა, რომლის მძღოლიც პოლიციამ ადგილზე დააკავა.
არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო.
უბედური შემთხვევა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც 2016 წელს, ისლამური სახელმწიფოს მომხრეებმა საშობაო ბაზრობაზე, სატვირთო მანქანით 12 ადამიანი მოკლეს.
ჯერჯერობით დაუდგენელია, ინციდენტი შემთხვევით მოხდა თუ წინასწარ იყო დაგეგმილი