ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველოს ევროპა აღარ აინტერსებს, რატომ ვხარჯოთ ფული საელჩოში?

 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საკუთარ ტვიტერის გვერდზე კრიტიკულად გამოეხმაურა. 

"სააკაშვილის მიმართ სასტიკად მოპყრობის შემზარავი კადრებითა და მსგავსი ქმედებებით [გირჩის წევრის, ბორის ყურუას 6 დღიანი დაპატიმრებით], საქართველო იმ გზას მიუყვება, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა მმართველობებმა გაიარეს. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს".

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის საზღვართან არსებული კრიზისის ფონზე, ევროკავშირს საქართველოს საკითხი მიმართ ნაკლები ყურადღება აქვს, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრობლემას წარმოადგენს.  

"თუმცა, მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ერთ დროს მნიშვნელოვან ქვეყანაში, რომელიც აზიურ დესპოტურ მმართველობებს შორის, ევროპული გამონაკლისი იყო... ვერ ვხვდები, ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყნებმა, რატომ უნდა დახარჯონ ფული, საკუთარი საელჩოების დაკომპლექტებაში?" - აღნიშნა ილვესმა. 

მსგავსი სიახლეები