ესტონეთში ერნთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის საფუძველზეც, ერთნაირსქესიანი პირების ქორწინება შესაძლებელი გახდება. 

ოჯახის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ესტონეთის მინსიტრთა კაბინეტის ინიციატივას წარმოადგენდა, 55 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 34 წინააღმდეგ წავიდა. 

კანონში გატარებული ცვლილება, ქორწინების გარდა, წყვილებს საშუალებას მისცემს, რომ სურვილის შემთხვევაში რეგისტრირებული პარტნიორობით ისარგებლონ, რაზეც შეზღუდვა აღარ იქნება. 

ცვლილება ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი გახდა მეორე აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება შესაძლებელი გახდა. 

"ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ იქორწინოს იმ ადამიანზე, ვინც უყვარს. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ საბოლოოდ ვუერთდებით სხვა ნორდიკულ ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სადაც ქორწინება თანაბრად არის ყველასთვის შესაძლებელი,"- განაცხადა კაია კალასმა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. 

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის რეფორმების პარტიამ, ხოლო წინააღმდეგ წავიდნენ კონსერვატიული პარტიის (EKRE) წევრები. ზოგიერთ დეპუტატს, სხვადასხვა პარტიიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

მსგავსი სიახლეები