ესტონეთში პროგრამირების ახალი სკოლა გაიხსნა, სადაც სწავლა და ცხოვრება უფასოა
ესტონეთის პატარა ქალაქ იიჰვიში პროგრამირებისთვის ახალი სკოლა გაიხსნა, სადაც მსურველები უფასოდ ისწავლიან.
სკოლაში სწავლას 450, ხოლო ცხოვრებას 150 ადამიანი შეძლებს.
სწავლება ინოვაციური მეთოდით წარიმართება - მოსწავლეებს მასწავლებლები, როგორც წესი, არ ეყოლებათ და ვალდებულნი იქნებიან, ერთმანეთში ჯგუფები ჩამოაყალიყობონ და სწავლაში ერთმანეთს თავად დაეხმარონ.
სკოლა ძველ შენობაში განთავსდება, რომლის გარემონტებაშიც 5 მილიონი ევრო დაიხარჯა.
იიჰვი, სადაც სულ 10 000 ადამიანი ცხოვრობს, ესტონეთის შედარებით ნაკლებად მდიდარ რეგიონში, იდა-ვირუში მდებაორეობს.
ამდენად, სკოლის მიზანია, რეგიონში უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნას.
ესტონეთში უკვე წლებია ცდილობენ, ინფორმაციული ტექნოლოგიების განათლება ფართოდ დანერგონ, მათ შორის, საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეებს 7 წლიდან კოდირებას ასწავლიან.