ესტონეთში უკრაინელ ლტოლვილებზე საბავშო წიგნი გამოიცა

12 ოქტომბერს, ევროკავშირმა ახალი საბავშო წიგნი გამოსცა ესტონურ ენაზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ამბავს ეხმიანება. წიგნის მიზანს წარმოადგენს ცნობადობის ამაღლება რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადადგილეული უკრაინელების შესახებ, ასევე დისკუსიის ხელშეწყობას მოზარდებსა და სრულწლოვანებს შორის. 

"გოგონა, რომელსაც თვალები გახელილი ჰქონდა"- მოგვითხრობს ისტორიას უკრაინელი გოგოს შესახებ, რომელიც დევნილობის დროს, განსაკუთრებით ყურადღებიან ესტონელ გოგონას ხვდება. ამ წიგნში, რომელიც 7-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ბავშვების მიერ ერთმანეთის შემჩნევა და მხარდაჭერა. 

წიგნის გამოცემის დროს, ევროკომისიამ ცნობილ უკრაინელ ილუსტრატორთან, ანა სარვირასთან ითანამშრომლა. 

ამ დროისთვის, ესტონეთში, დაახლოებით 40 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, საიდანაც 8,400 ბავშვია, რომლებიც სკოლაში ან ბაღში დადიან. ეს წიგნის ევროკომისიის სპეციალური პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომლის მიზანსაც სოლიდარობის იდეის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

ბავშვებისთვის შექმნილი ნაწარმოები, ჯამში 13 ენაზეა თარგმნილი. 

მსგავსი სიახლეები