ხვალ, 22 იანვარს უიტკოფი და კუშნერი ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან
22 იანვარს დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი 22 იანვარს, მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მორიგ შეხვედრას გამართავენ.
ვითარების არსი: ამის შესახებ თავდაპირველად უიტკოფმა СNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ცნობები მოგვიანებით ოფიციალურად დაადასტურეს კრემლში.
- 20 იანვარს უიტკოფი და კუშნერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს შეხვდნენ, ამ უკანასკნელის თქმით, შეხვედრა "კონსტრუქტიული" იყო.
- ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკისაც აცნობეს.
დაეწიე ამბავს: წყაროების ცნობით, უკრაინამ და აშშ-მ პრაქტიკულად დაასრულეს დონალდ ტრამპის მიერ შედგენილი ე.წ. 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორია ამ დოკუმენტებზე კრემლის პოზიცია - პუტინის განცხადებები ნაკლებ ენთუზიამზე მიუთითებს.
- გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, სწორედ რუსეთის პოზიციის გაურკვევლობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ მოაწერეს ხელი აშშ-მ და უკრაინამ ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. ~
კონტექსტი: უკრაინის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა გრენლანდიის ირგვლივ დონალდ ტრამპის მოთხოვნების გამო ევროპასთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე.
- კიევსა და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში შექმნილი ურთულესი ენერგეტიკული მდგომარეობის გამო დავოსში გამგზავრება გადადო ვოლოდიმირ ზელენსკიმ.