ევროკავშირი 30 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში 30 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს.
ამის შესახებ 1 თებერვალს, ბრიუსელიდან Deutsche Welle-ს კორესპონდენტი წერს.
გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაორმაგების შესახებ, რომლებიც წვრთნებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაივლიან, ოფიციალურად 3 თებერვალს, კიევში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე გახდება ცნობილი.
Welt ბრიუსელში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიას შეუძლია ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სასწავლო მისიის გაფართოებაში.
მისიის ფარგლებში გერმანია უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს საბრძოლო მომზადებას ასეულებისთვის, ტაქტიკურ წვრთნებს ბრიგადის შტაბისთვის და დაქვემდებარებული ბატალიონის შტაბისთვის, ინსტრუქტორების მომზადებას, სამედიცინო მომზადებას და იარაღის სისტემებისთვის მომზადებას ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანია თავდაპირველად გაზაფხულისთვის 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცისგან შემდგარი ბრიგადის მომზადებას გეგმავდა.