ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

 

რუსეთთან დაძაბულობის ფონზე ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ თავის ტვიტერზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 

"ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, ჩვენ მტიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე. მე ვაანონსებ ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ეს პაკეტი საგანგებო კრედიტებისა და გრანტებისგან შედგება. ეს პაკეტი ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში",- წერს ფონ დერ ლაიენი. 

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური პაკეტი უკრაინას დაეხმარება დაფაროს რუსეთის საზღვართან ესკალაციით გამოწვეული ფინანსური ხარჯები და ასევე ხელს შეუწყებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას. 

ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპის საბჭო, რაც შეიძლება მალე დაამტკიცებს აღნიშნულ პაკეტს, რის შემდეგაც უკრაინა ტრანშის პირველ ნახევარს 600 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები